ინფორმაცია შაბათის სკოლის განახლებასთან დაკავშირებით!

კომაროვის შაბათის სკოლა 21 იანვარს გააგრძელებს ფუნქციონირებას შაბათის ჯგუფებისთვის, ხოლო კვირის ჯგუფებისთვის 22-ში. 


კომაროვის სკოლაში უკვე 11 წელია ფუნქციონირებს შაბათის სკოლა, რომელიც ყოველწლიურად მეტი პოპულარობით სარგებლობს. შაბათის სკოლამ ბევრი ცვლილება განიცადა წლების განმავლობაში და საბოლოოდ ჩამოყალიბდა მათემატიკისა და ბუნებისმეტყველების მიმართულების სკოლად - მე-3, მე-4, მე-5 და მე-6 კლასის მოსწავლეებისთვის. გაკვეთილები კვირაში ერთხელ ტარდება და 3 საათს გრძელდება.


შაბათის სკოლის მთავარი მიზანია მოსწავლეს თავიდანვე ჩამოუყალიბოს ლოგიკური აზროვნების უნარი და ზუსტი და საბუნებისმეტყველო მეცნიერებებისადმი გაუღვივოს ინტერესი. შაბათის სკოლის გაკვეთილები განსაკუთრებული მიდგომით გამოირჩევა. სპეციალურად შექმნილი სახელმძღვანელოები და სასწავლო მასალები, თანამედროვე ტენოლოგიებით აღჭურვილი გარემო და ინტერაქციული მიდგომა ქმნის იმ ატმოსფეროს სადაც მოსწავლე თვითონ არის დაინტერესებული ჩაერთოს საგაკვეთილო პროცესში.


ზემოთ